“თხილის ბევრი ექსპორტიორი გაჩერდება”

HACCP-ის სტანდარტის დანერგვის ვალდებულება ბევრ მეწარმეს შეუჩერებს ექსპორტს, – ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია “ქესკიას” დამფუძნებელმა მარიამ კოდუამ განუცხადა.

“ძალიან ბევრი მეწარმე, ვინც თხილის ექსპორტს ახორციელდება, იძულებული გახდება ადგილზე გაყიდოს პროდუქცია. გარკვეული ნაწილი შეეცდება ამ სისტემის დანერგვას, თუმცა, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ვერ შეძლებს.

ჩვენს შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, რადგან ახალი საწარმო გვაქვს გასაკეთებელი, რადგან არსებულის გადაკეთება საკმაოდ რთულია. HACCP-ის პრინციპები რომ დავნერგოთ, ინფრასტრუქტურის ნაწილში დიდი ხარჯის გაწევა მოგვიწევს და სავარაუდოდ სექტემბრისთვის ამას ვერ მოვასწრებთ”, – განაცხადა მარიამ კოდუამ.

შეგახსენებთ, რომ თხილის ექსპორტიორებს პირველი სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ,- ცვლილებები „თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა.
ამავე ცვლილებებით, ბიზნესოპერატორებს თხილის ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშების აღება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით მოუწევთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018