იაპონიაში მფრინავი ავტომობილი დაამზადეს და მალე გამოცდიან

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის სრულმასშტაბიანი პროტოტიპის გამოსაცდელად მომზადების პროცესი დასრულდა.
გაზეთის Sankei ცნობით, მფრინავი მანქანის გამოცდა აიტის პრეფექტურის ქალაქ ტოიოდაში ჩატარდება, სადაც საავტომობილო გიგანტის Toyota Motor ქარხნები და შტაბბინა მდებარეობს.

მანქანა 4 ვინტითაა აღჭურვილი, რომლებითაც ის კვადროკოპტერის პრინციპით დაფრინავს. საავტომობილო რეჟიმში ის 3 ბორბალზე გადაადგილდება. მანქანის სიგრძე 3,7 მეტრია, სიმაღლე 1,5. სავარაუდოდ, ავტომობილი 2 მგზავრზეა გათვლილი.

კონსტრუქტორების გეგმის თანახმად, ავტომობილი 10 მეტრის სიმაღლესე 100 კმ/სთ–მდე სიჩქარით იფრენს. მფრინავი ავტომობილის შემუშავებას ტოკიოს ოლიმპიადისთვის (2020 წელი) დაასრულებენ. ერთ–ერთი ვერსიით, მფრინავი ავტომობილი ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, განიხილება ვერსია, რომლის თანახმად სწორედ ავტომობილის მძღოლი აანთებს ოლიმპიურ ცეცხლს.

მფრინავი ავტომობილის სერიული წარმოების დაწყება 2025 წლიან იგეგმება, თუმცა მანამდე კონსტრუქტორებმა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ ფრენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018