ისრაელის საფეხბურთო კლუბს ტრამპის სახელი დაარქვეს

ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბი იერუსალიმის „ბეითარი“აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელს შეიცვლის.

საფეხბურთო კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამიერიდან კლუბის სახელი იქნება „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“.

„საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“, როგორც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, მოხარულია დააფასოს პრეზიდენტი ტრამპი მისი სიყვარულის და მხარდაჭერისთვის. კლუბის თავმჯდომარემ და მფლობელმა ელი ტაბიბიმ აღმასრულებელ დირექტორ ელი ოხანთან ერთად გადაწყვიტეს კლუბის სახელს აშშ-ს პრეზიდენტის გვარი დაამატონ, რომელმაც ისტორია შექმნა“, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბი „ბეითარის“ განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“ ისრაელის ექვსგზის ჩემპიონია და ისრაელის თასის შვიდგზის მფლობელია.

დღეს ისრაელში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება. იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, საერთო ჯამში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს მეშვეობით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018