იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის მამაკაცი ქალქ ფუჩეკიოში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი სახლის კარის გაღებას ცდილობდა.

პოლიცია მეზობელმა გამოიძახა. სამართალდამცავებმა მამაკაცის ჩხრეკის დროს გასაღებების აცმა აღმოაჩინეს, რომლითაც ის სავარაუდოდ, სახლების კარის გაღებას ცდილობდა.

დაკავებულის პირადობის მოწმობის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული. პოლიციის ცნობით, მან თებერვალში პენსიონერის სახლი გაქურდა და სამართალდამცველებმა დააკავეს. მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018