“იცოდა მკვლელები სად იმალებოდნენ და დამალა” – ხორავაზე მოკლული ბიჭის მამა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით სარალიძის მამა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის პასუხოეგებაში მიცემას მოითხოვს.

როგორც ზაზა სარალიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ტელევიზიით გავრცელებულმა კადრებმა მისი განცხადებები დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი „საქმის შეკერვით“ მომხდარის პირვველივე წუთიდან იყო დაკავებული და საზარელი დანაშაული დაფარა.

“მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მქონდა, ის პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ საქმეში, რასაც ადასტურებს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ სუბელიანი მისი ნათესავის სახლში, პოლიციელთან ერთად რამდენჯერმე მივიდა. მან იცოდა ჩემი შვილისა და ლევანის მკვლელები სად იმალებოდნენ, თუმცა ეს დანაშაული დამალა და მეტიც, ხელი შეუწყო მათი ქალაქიდან გაყვანას. სასამართლო პროცესებზე დაკითხული მოწმეები არ ადასტურებდნენ, რომ ბავშვების იქ ყოფნისას სუბელიანი კალანდიებთან იმყოფედა, თუმცა ვიდეო-კადრებით დადასტურდა რომ ის იქ არის“- ამბობს ზაზა სარალიძე.

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ ყრიან სისხლიან ტანსაცმელს საკანალიზაციო ჭაში და ჩანს ისიც, რომ იმავე ბინაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე ოჯახის მეგობარი პოლიციელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018