კაფე „გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძე დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის ყველაზე პოპულარული ღამის კლუბების მფლობელებს დაკითხვაზე იბარებენ. პოლიციის სამმართველოში კაფე „გალერის“ დამფუძნებელ ალექსანდრე ანთაძეს ელოდებიან. სწორედ “გალერის” დაცვის უფროსი დააკავა 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით.გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარებენ “ბასიანის” დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს.

კრიმინალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად ბასიანსა და გალერიში აღმოჩენილია 34 ლოკაცია, სადაც სხვადასხვა ტიპის ნივთიერება იყო.

კლუბების მფლობელები აცხადებენ, რომ კლუბებში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ამ ინფორმაციის გავერცელება მათი დისკრედიტაციის მიზნით ხდება , თუმცა არ გამორიცხავენ რომ ნარკოტიკი შესაძლოა ქონოდათ კლუბში მოსულ სტუმრებს. მათი თქმით, ხდება კლუბებში მისული სტუმრების ჩხრეკა, თუმცა შესაძლებელია, რომ დაცვამ ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინოს.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა , გამოძიება გრძელდება, დადგინდება შესაბამისი კონტაქტები და ხდება მტკიცებულებების მოძიება.

ამ დრომდე „ბასიანიც“ და „გალერიც“ დალუქულია. ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, პროცესი შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018