კიევში მოკლეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო

კიევში მოკლეს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო29 მაისს კიევში მოკლეს რუსეთიდან უკრაინაში გაქცეული ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო.

მკვლელობა ჟურნალისტის სახლში მოხდა. მკვლელმა ბაბჩენკოს მაშინ ესროლა, როდესაც ბაბჩენკომ ბინის კარი გააღო.

მომხდარის შესახებ პოლიციას ჟურნალისტის მეუღლემ აცნობა. ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით, მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ, ვარაუდობენ, რომ მკვლელს მაყუჩი ჰქონდა.

არკადი ბაბჩენკო მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად გაზეთ “მოსკოვსკი კომსომოლეცში”, თანამშრომლობდა პირველ არხთან, აშუქებდა ცხინვალის კონფლიქტს.
ბაბჩენკომ რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც სკანდალურად ისაუბრა ტუ-154-ის კატასტროფაზე 2016 წლის დეკემბერში.
კიევში მას მიჰყავდა პროგრამა “პრაიმ: ბაბჩენკო” ერთ ერთ ტელეარხზე.