კლუბი ბასიანი იხურება – “გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას”

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები Facebook-ზე განცხადებას ავრცელებენ და გულშემატკივრებს შემოწირულობის შეგროვებას სთხოვენ.

„გავერთიანდეთ ბასიანის გადასარჩენად. გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI-ს გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ.

მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა.

ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018