მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მიწისძვრების სია გამოქვეყნდა

მსოფლიოში, ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა ხდება. ძლიერი მიწისძვრები კი, ადამიანის მსხვერპლის გარდა, მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალსაც იწვევს. მიყენებული მატერიარული ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მიწისძვრა ყველაზე მასშტაბული დამანგრეველი სტიქიაა.

მიწისძვრებისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.

საქართველოში მიწისძვრების მაღალი აქტიურობით ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და კავკასიონი გამოირჩევა.

საიტმა Thoughtco-მ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მიწისძვრების სია გამოაქვეყნა:

1. 1960 წლის 22 მაისი, ჩილე – მიწისძვრის სიმძლავრემ 9.5 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას თან ცუნამიც მოჰყვა. შედეგად, დაიღუპა 1.655 ადამიანი, 2 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.

2. 1964 წლის 28 მარტი, ალასკა, აშშ – მიწისძვრის სიმძლავრემ 9.2 მაგნიტუდა შეადგინა, დაიღუპა 131 ადამიანი და 130 ათასი კვადრატული კილომეტრის რადიუსზე ყველაფერი განადგურდა.

3. 2004 წლის 26 დეკემბერი, ინდონეზია –  მიწისძვრის სიმძლავრემ 9.1 მაგნიტუდა შეადგინა, დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი.

4. 2011 წლის 11 მარტი, იაპონია – მიწისძვრის სიმძლავრემ 9 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც მოჰყვა ცუნამი,  დაიღუპა 15 ათასი ადამიანი, ზარალმა 309 მილიარდი დოლარი შეადგინა.

5. 1952 წლის 4 ნოემბერი, რუსეთი, კამჩატკის ნახევარკუნძული – მიწისძვრის სიმძლავრემ 8.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას მოჰყვა ცუნამიც. დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არაა ცნობილი.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018