ნიკა გვარამია: ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ბესელია მამაშამ და ფაშისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ?

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. ნიკა გვარამია მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ზაზა სარალიძე დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე, არ უნდა შეხვდეს არცერთ ოფიციალურ წარმომადგენელს.

„საქართველოს ოპოზიციას მოვუწოდებ, აქ რომ სუს-ის აგენტები დგანან და იძახიან, რომ თქვენ არ დადგეთ, თორემ ჩვენ არ ვიდგებითო. ეს არის სუს-ის აგენტურა, ამისთვის იღებენ ფულს, ოპოზიციას მოვუწოდებ, მოდით და დადექით აქ, საპარლამენტო კედლებში საგამოძიებო კომისია, ეს არის დროის გაწელვა, შეგიყვანენ უბედურებაში და არაფრით არ დამთავრდება და „გაპაზორდებით“ თქვენც. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ბესელია მამაშამ და ფაშისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ?“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლება ივანიშვილთან ერთად ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, რაც უნდა დასრულდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018