პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს ვერ აიღებს

პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი  სესხის აღებას ვეღარ შეძლებს.
ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ახალ დებულებაში. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ვარცელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელის/თანამსესხებელის გადამხდელუნარიანობის ანალიზია ჩატარებული და სესხით დაინტერესებულ პირს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს.

„როდესაც მსესხებელს/თანამსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები, ან/და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მსესხებლის თანამსესხებლისგადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი არ არის ჩატარებული, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის”, – განმარტებულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, საბანკო სექტორში ახალი რეგულაციები 7 მაისიდან ამოქმედდა.

ამასთან ახალი რეგულავიის თანახმად, სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018