პოლიციამ ანა სუბელიანი დაკითხა – ”გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები”

– გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, იმუშაონ ამ საქმეზე ისე, როგორც საჭიროა, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია, მოკვლევა სუბელიანის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს.

– გამოძიება დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ მე მედიაში განვაცხადე იმ მუქარის შესახებ, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დამიბარეს გამოკითხვაზე, სადაც გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები – ყველაფერი, რისი შეკრებაც ამ დროისთვის შევძელი. გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, რომ იმუშაონ ამ საქმეზე ისე, როგორც საჭიროა. ჯერჯერობით სხვა არავინაა დაბარებული და სწორედ იმის განსაზღვრას ისახავდა მიზნად ჩემი გამოკითხვა, რომ ამ საქმეში ჩართული პირების ვინაობა დადგენილიყო, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

სუბელიანი გამოკითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018