პოლიციამ გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გია კორკოტაშვილი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს. ამ დროისთვის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან „ქართული მისიის“ წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი შსს-ს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ როგორც გია კორკოტაშვილი, ასევე სხვა პირები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული მისიის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს, „აღნიშნული დაკავება ერთგვარ გარიგებას უკავშირდება, რომელიც შს სამინისტროსა და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018