პოლონელ დეპუტატებს ხელფასი 20%-ით შეუმცირდათ

პოლონეთის სეიმმა კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დეპუტატების ხელფასი 20%-ით შემცირდა.

კანონპროექტს მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა 213 დეპუტატს არ მიუღია, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები “სამოქალაქო პლატფორმა”, “ნოვოჩესნაია” და პოლონეთის გლეხთა პარტია.

კანონპროექტმა ოპოზიციური დეპუტატების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

კანონპროექტი პოლონეთის მმართველი პარტიის „უფლება და საართლიანობა“-ს მიერ მომზადდა. მისი მომზადების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში პრემიების გაცემის საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწვია.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მინისტრები პრემიებს დააბრუნებენ და თანხას საქველმოქმედო მიზნებს მოახმარენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018