პრინც უილიამის გვერდით სკამი ცარიელი დარჩა – შვილმა დედას, ლედი დიანას, პატივი მიაგო

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერა დღეს მსოფლიო მოვლენა გახლდათ, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში იგრძნობოდა, ჯვრისწერის ცერემონილას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანმა უყურა.

მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ტაძარში პრინცი უილიამის გვერდით ცარიელმა სკამმა.

სურათზე ჩანს, რომ პრინცისგან მარცხნივ მამამისი, პრინცი ჩარლზი ზის, მისგან მარჯვნივ კი სკამი ცარიელია.

ვრცელდება მოსაზრება, რომ ამ ჟესტით პრინცმა უილიამმა გარდაცვლილ დედას, ლედი დიანას პატივი მიაგო. სამეფო ოჯახის ოფიციალურ წარმომადგენლობას ჯერჯერობით აღნიშნული მოსაზრება არ დაუდასტურებია, თუმცა უარყოფასაც არ ჰქონია ადგილი.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018