პროდასავლურ ოპოზიციას ჯამში ”ოცნებაზე” მეტი რეიტინგი აქვს

„ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგების კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე გამოაქვეყნა. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ძალებს შორის ისევ ყველაზე დიდი მხარდაჭერით ლიდერობს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ჯამში უფრო მეტი რეიტინგი აქვთ.

IRI-ის გამოკითხულთა დიდი ნაწილი ასევე მომხრეა, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საერთო კანდიდატის წარდგენა შეძლოს.

IRI-ის წინა კვლევებთან შედარებით, მმართველი პარტიის რეიტინგი 1%-ით მომატებულია, 2%-ით გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების რაოდენობა, უცვლელია „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელი, 1%-ით შემცირდა „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერთა რაოდენობა, „პატრიოტთა ალიანსის“ კი – უცვლელი დარჩა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა IRI-ის მონაცემებს ბევრად აჭარბებს.

პოლიტიკური რეიტინგების პერსონალურ ნაწილში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე ლიდერობს.

IRI-ის რეიტინგების მიხედვით, ინსტიტუციების მიმართ ნდობა კვლევიდანკვლევამდე ეცემა და ზოგ შემთხვევაში ისტორიულ მინიმუმსაც უტოლდება. შევარდნაძის პრეზიდენტობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ასეთი დაბალი ნდობა არასდროს ჰქონია. რეკორდულ მინიმუმამდე არის დაცემული ნდობა პრემიერის მიმართაც.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა სახელმწიფოს მეთაურის მიმართ ნდობაც.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, დაეცა პოლიციის რეიტინგი. პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 50% აფასებს დადებითად.

2012 წელთან შედარებით, თითქმის, 10-ით% დაეცა ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობა.

საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად კი გამოკითხულთა 40% უმუშევრობას ასახელებს.

„ქართული ოცნება“ IRI-ის მონაცემებს სრულ უნდობლობას უცხადებს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018