”პუტინ, აქედან წაეთრიე”! – პაშინიანმა მთავრობაში პროდასავლელი მოღვაწეები მოიყვანა

25 მაისს სომხეთის დიასპორის მინისტრის მოადგილედ ბაბკენ ტერ-გრიგორიანი დანიშნეს. ტერ-გრიგორიანი დაიბადა პარიზში, გაიზარდა და განათლება მიიღო აშშ-ში, იყო სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი. ამასთანავე ტერ-გრიგორიანი შეითავსებს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის ფუნქციასაც.

ნიკოლ პაშინიანის მოწინააღმდეგეები, მის მიერ ფორმირებულ მთავრობას იწუნებენ და აცხადებენ, რომ პაშინიანმა სომხეთის მთავრობა რუსოფობებით დააკომპლექტა, ერთ-ერთ მაგალითად კი ბაბკენ ტერ-გრიგორიანი აქციაზე აგდაღებული ფოტო მოჰყავთ:

“პუტინ, წაეთრიე აქედან!” – წერია პლაკატზე, რომელიც ტერ-გრიგორიანი აქციაზე ხელში უჭირავს.

ბაბკენ ტერ-გრიგორიანზე მნიშვნელოვანი პოსტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობა ჩაიბარა არმენ გრიგორიანმა, რომელიც transparency International-ის კოორდინატორი იყო. სახელმწიფო კონტროლის სამსახური ჩაიბარა დავიდ სანასარიანმა – რომელიც პროდასავლური პარტია „მემკვიდრეობის“ წევრი იყო და ერთ-ერთ ყველაზე ანტირუს აქტივისტს წარმოადგენდა სომხეთში და მისი ხილვა ხშირად იყო შესაძლებელი რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე.

პირი, რომელსაც პაშინიანმა საარჩევნო კოდექსის ახალ ვერსიაზე მუშაობა დაავალა, დანიელ იოანისიანია, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია კი აქტიურად თანამშრომლობდა სოროსის ფონდთან და დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ამერიკულ და ევროპულ ფონდებთან.

სოციალური საკითხების და შრომის მინისტრად პაშინიანმა მანე ტანდილიანი დანიშნა, რომელსაც ამერიკულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს და პროდასავლური პარტიის „განათლებული სომხეთის“ წევრია. ის და მისი პარტია თვლიან, რომ სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვჰლა ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და სომხური პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018