ჟორჟოლიანი: “ბერა გაბრაზდა მას რომ დაუკავშირეს “ბასიანი” და იმიტომ არ ხსნიან კლუბს”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალლურ ქსელში კლუბ “ბასიანთან” დაკავშირებით სტატუსს წერს და აცხადებს, რომ “ბასიანი” გაიხსნება მაშინ, როდესაც ბერას წყენა გადაუვლის.

“ყველა კლუბი იხსნება ბასიანის გარდა. თუ, კლუბიდან ნარკოტიკის გაყიდვა იყო მთავარი პრობლემა, აქ, ეს გამორიცხულია. არცერთ ფარულ მასალაში, ბასიანიდან ნარკოტიკი არ იყიდებოდა. ამას ვამბობდი ზუსტად. ბერა გაბრაზდა რომ მას დაუკავშირეს ეს კლუბი და სამაგალითოდ სჯიან. ახლა უნდა ველოდოთ პრინცს გაბრაზება როდის გადაუვლის. მანამდე ალბათ ბიზნესიც განადგურდება. სხვათაშორის, ეს, ის ბიზნესია, ევროპულ კონკურენტებს რომ გადაუჯოკრა.

P.S. ნამყოფიც არ ვარ. მომესწრო მაინც ნახვა”, – წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ კლუბი “ბასიანი” 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ არ გახსნილა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018