რეალმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული დაამარცხა 3:1 და ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო. ფინალი საკმაოდ დაძაბული და სახაობრივი გამოდგა, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მატჩის 30–ე წუთზე სერხიო რამოსმა ლივერპულის ლიდერს მოჰამედ სალაჰს ტრავმა მიაყენა და იურგენ კლოპი იძულებული გახდა ის მოედნიდან გაეყვანა.

მეორე ტაიმში რეალი დომინირებდა და მათ მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს. აქედან ორ გოლი მათ  ლივერპულის მეკარემ ლორის კარიუსმა აჩუქა, რომელმაც უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

რეალმა ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფი თავის ისტორიაში მეცამეტედ იზეიმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018