რესტორან “იმერულ ეზოში” 18 ადამიანი მოიწამლა

რესტორან “იმერულ ეზოში” 18 ადამიანი მოიწამლა. მათგან 17 პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთერთის მდგომარება შედარებით მძიმე იყო, ამიტომ მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

თვრამეტივე პაციენტს ერთნაირი სიმპტომები ჰქონდა. როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, 17 პაციენტიდან 5 ბავშვი იყო, ხოლო 12 მოზარდი:

“ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გაწერილა. ნაწილი მოთავსდა სტაციონარულ დეპარტამენტში და აგრძელებს მკურნალობას, ხოლო ორი მოზრდილი და სამი ბავშვი იმყოფება ემერჯენსის დეპარტამენტში,” – აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.

პაციენტების ოჯახის წევრების თქმით, დაზარალებულებს მოწამვლის ნიშნები რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ აღენიშნათ.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა რესტორანი “იმერულ ეზო” უკვე შეამოწმა. როგორც მათ აღნიშნეს, ობიექტზე აღმოჩენილია შეუსაბამობები თუმცა არა ისეთი, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა რესტორნის ადმინისტრაცია დაავალდებულა ლაბორატორიულად შეამოწმოს ნედლეული, რომლითაც ხინკალი დამზადდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018