რუსეთიდან გამოპარული სელაპი ფოთში იპოვეს

რუსეთის ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოიპარული სელაპი მეთევზეებმა და მყვინთავებმა ფოთში იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს არჩილ გუჩმანიძეზე დაყრდნობით “იმედინიუსი” ავრცელებს.

“სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს არჩილ გუჩმანიძე Facebook-ზე

გუჩმანიძის თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. უახლოეს დღეებში მის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.

ბოლოს სელაპი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.

mediamall.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018