საზმაუს ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით

დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა, დააკავეს.

ინფორმაცია ონლაინგამოცემა ბათუმელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ნოდარ ჩაჩუა გუშინ ღამით დააკავეს.

ბათუმელების წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში აიყვანეს.

კურიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, ოფიციალურ მასალას პოლიცია ხვალ დილით გაავრცელებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018