საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები საული ნიინისტო და ანჯეი დუდა ეწვივნენ

საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე გამართავენ შეხვედრებს.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – 100 წლის თარიღია. პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს პოლონეთიც აღნიშნავს დომოუკიდებლობის 100 წლისთავს. ჩვენი სახელმწიფოები, ჩვენი ისტორიები საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია პოლონეთთან მიმართებაში, თქვენი ეროვნული გმირი და ქვეყნის პირველი ლიდერი. ნოე ჟორდანიას პოლონეთის ისტორიაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან მიიღო ახალი პარლამენტის მოდელი და წაიღო საქართველოში” – განაცხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მაროუშ მაშკევიჩმა. ​

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018