სისხლიანი გარჩევა თელავის სასაფლაოზე – 26 წლის ახალგაზრდის დაჭრისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – 40 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, მან 26 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა და მას წინ მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018