სუფრაზე მამაკაცმა 2 კაცი მოკლა და მერე თავი მოიკლა – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხობში

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ხობში სამი მამაკაცი მოკლეს.

გაირკვა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

imedinews-ის ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მამუკა ფარცვანიას ოჯახში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთ-ერთი დაღუპული დაცვის პოლიციის თანამშრომელია.

მეზობლების ინფორმაციით, ხობში გარდაცვლილი ახალგაზრდები ახლო მეგობრები იყვნენ და იარაღი ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
როგორც მეზობლებმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადეს, არავინ იცის რა მოხდა. მათივე ინფორმაციიით, ახალგაზრდები სუფრასთან ისხდნენ, როდესაც ერთ-ერთის დედა სახლში დაბრუნდა და ისინი გარდაცვლილები ნახა.
– სამივე ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. დაცვის პოლიციაში მუშაობდა ერთ-ერთი და იარაღიც ჰქონდა, – აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის მეზობელი.
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი – 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე – 1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018