ტრაგედია თევზაობის დროს – 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ანგისის დასახლებაში, თევზაობის დროს დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. პაციენტს სხეულის დაახლოებით 80% ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.
სამედიცინო დაწესებულებაში რჩება კიდევ ერთი მოზარდი და მამაკაცი.

შემთხვევა 19 მაისს, თევზაობის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.

”ენერგო პრო ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018