ყაჩაღობა ზუგდიდში – „თიბისი ფეის“ ინკასატორს 120.000 ლარი წაართვეს

ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს, რომელიც სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში სასაფლაოებთან დატოვეს. შემთხვევა 26 მაისს მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ინკასატორი მასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა.
– საღამო იყო, ეს კაცი მანქანით ჩემს ჭიშკართან რომ მოვიდა. დამაყაჩაღესო, მითხრა, მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. ამბობდა, თავში ჩამარტყესო, შეშინებული იყო, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ყულიშკარის მკვიდრმა დემურ ქანთარიამ.
არსებული ინფორმაციით, ინკასატორს ყაჩაღი დაახლოებით დღის 3 საათზე ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან მდებარე სუპერმარკეტ “სმარტთან” ჩაუჯდა. ნიუპოსტის ცნობით, უცნობმა, იარაღის მუქარით, ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხა, დაახლოებით 120.000 ლარი წაართვა, ჯიხაშკარის ტყეში აიყვანა და ხელფეხშეკრული დატოვა.

პოლიციამ გატაცებული მანქანა იპოვნა. საქმე ყაჩაღობის მუხლის არის აღძრული. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე სამეგრელოში ინკასატორზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018