შეძლებს ივანიშვილი “ქართული ოცნების” გაერთიანებას? – ოფისში უმრავლესობა იკრიბება

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. მთავარი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკის რეფორმაა.

დეპუტატების აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლას ეთანხმებიან, თუმცა განსხვავებული ხედვები აქვთ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარეა და ერთიანი პოზიცია მასთან კონსულტაციებით უნდა შეჯერდეს.

“ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭევთ ამ საკითხს და პოზიციების კონსოლიდაციას. გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით – ეს უნდა იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ვიმსჯელებთ, რომ ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს ერთიანი პოზიციით წარდგეს საზოგადოების წინაშე. ვმსჯელობთ ძალიან სენსიტიურ საკითხზე”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018