“შსს არის შოკში” – კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი პოლიციაში დაიბარეს

ღამის კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა თბილისის პოლიციის სამმართველოში ისევ გრძელდება.

რუსთავი 2-ის ცნობით, უწყებაში დღეს „ბასიანის“ კიდევ ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანია დაბარებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების ფონზე, რომ კლუბების მეპატრონეებს ნარკორეალიზატორებთან კავშირი არ აქვთ, გელბახიანისთვის გაუგებარია მისი გამოკითხვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ის მზადაა გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხოს.

„სიმართლე გითხრათ არც ვიცი, რატომ ვარ დაბარებული, როდესაც შს მინისტრი პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ბასიანის დამფუძნებლები არ არიან არც ერთ ნარკოგარიგებების მონაწილე, დაახლოებით 10 დღეზე მეტი გავიდა და ზუსტად არ ვიცი რატომ იწელება ეს პროცესი. ხომ არ არის დაკავშირებული დაგეგმილ აქციებთან. “ბასიანიც” და დამფუძნებლებიც ხომ არ არიან მძევლები,“-აცხადებს გელბახიანი.

ჩატარებული სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ კი ღამის კლუბები ისევ დაკეტილია. მფლობელების თქმით, დალუქული ობიექტების გახსნის პოლიტიკური ნება ამ დრომდე არ არსებობს.

„სამინისტრო არის შოკში, ეს მთელი პროცესი იყო პოლიტიკური აქტი,“-აცხადებს კლუბ „ბასიანის“ მფლობელი ტატო გეთია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018