ცოლის ცემისთვის მამაკაცს 1 წელი და 9 თვე მიესაჯა

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.მ.-მ მეუღლის – თ.ტ.-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018