ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

აღმასკომის სხდომა, რომელზეც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს.

„ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში.
თუ გადავხედავთ – გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

აღმასკომის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018