”ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი!” – რამ გააბრაზა ისრაელის მინისტრი

– ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი, – ასე გამოეხმაურა ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი იუვალ შტაინიცი ევროკავშირის მოთხოვნას ხაიფაში გამართული არაბების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით.

– ეს ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობისა და ბოღმის მწვერვალია. ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი. ეს ის ევროკავშირია, რომელიც ირანს ეპირფერება და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამკლავებაში ეხმარება, – განაცხადა იუვალ შტაინიცმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაცია ცხადყოფს თუ როგორი საძაგელი შეიძლება იყოს ევროკავშირი.

– ირანი აწამებს ჰომოსექსუალებს, თელავს ქალების უფლებებს, მხარს უჭერს ტერორიზმს და ასადის რეჟიმს. ნუთუ ახლა ევროკავშირმა ჩვენ აგვითვალწუნა? ჩვენ კანონმორჩილი ქვეყანა ვართ და ჯაფარ ფარაჰის საქმეს პოლიცია იძიებს. ყველაფერი ეს ცხადყოფს იმას თუ როგორი საძაგელი შეიძლება იყოს ევროკავშირი, – დასძინა იუვალ შტაინიცმა.

19 მაისს, ხაიფაში ისრაელის მოქალაქე არაბებმა საპროტესტო აქცია გამართეს ღაზას სექტორთან მომხდარი შეტაკებების გამო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯაფარ ფარაჰის თქმით, მას პოლიციელები თავს დაესხნენ და ფეხი მოტეხეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირმა ისრაელს სწრაფი გამოძიების ჩატარება მოსთხოვა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018