აზიური ფაროსანა კახეთსაც ემუქრება – რეგიონი მწერის გავრცელების საშიშროების წინაშეა

აზიური ფაროსანა კახეთსაც ემუქრება - რეგიონი მწერის გავრცელების საშიშროების წინაშეააზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე უკვე კახეთშიც არსებობს – როგორც ცნობილია თელავში მცხოვრები მუმლაურების ნაკვეთში კარტოფილის ნარგავები განადგურდა, შესაძლოა მწერი, რომელიც ნარგავებს შეესია, სწორედ აზიური ფაროსანა იყოს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას პრობლემის დროულად დაინტერესებისა და შესწავლისაკენ მოუწოდებს:

„წელს გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაზე და არაფერი არ არის დაწყებული კონკრეტული პრევენციისთვის, რომ მოისპოს აღნიშნული მწერი. ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, სასწრაფოდ შეისწავლონ კახეთში არსებული მდგომარეობა და გასცენ მოსახლეობას პასუხი, ემუქრება თუ არა კახეთს ფაროსანა კონკრეტულ წელს,“ – განაცხადა ბოტკოველმა