“ამ კაცმა გვესროლა იარაღი! კორკოტების ქვეყანა, არ მინდა ესეთ დამპალ ხალხში ცხოვრება!” – ნაილი ვახანიას ემოციური პოსტი – ვიდეო

"ამ კაცმა გვესროლა იარაღი! კორკოტების ქვეყანა, არ მინდა ესეთ დამპალ ხალხში ცხოვრება!" - ნაილი ვახანიას ემოციური პოსტი - ვიდეომოქალაქე ნაილი ვახანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობს. როგორც გოგონა ირწმუნება, მამაკაცმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მათ მანქანას შუშები ჩაუმსხვრია და მისი და მისი ძმის მიმართულებით ისროლა.

“კორკოტების ქვეყანა თქვენ მე არ მინდა ესეთ დამპალ ხალხში ცხოვრება მოძალადეებო კორკოტას ქვეყანა”, – წერს ნაილი ვახანია ფეისბუქში.

შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

https://www.facebook.com/naili.vakhania/videos/10209625698513196/