“ასიგნალებდა და შველას ითხოვდა, სისხლისგან იცლებოდა” – ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

"ასიგნალებდა და შველას ითხოვდა, სისხლისგან იცლებოდა" - ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესზუგდიდში წალენჯიხის წყალკანალის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი იტყობინება, მამაკაცს სამი ჭრილობა აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს უცნობი მამაკაცი მანქანით აეკიდა, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილმა საკუთარი ავტომობილით მოახერხა შემთხვევის ადგილის დატოვება და ახლომდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე შველა ითხოვა.
– ასიგნალებდა და შველას ითხოვდა, სისხლისგან იცლებოდა, – ამბობს თვითმხილველი.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.