აქცია პროკურატურიდან პარლამენტთან გადაინაცვლებს

აქცია პროკურატურიდან პარლამენტთან გადაინაცვლებსმოზარდების მკვლელობის საქმეზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. აქციაზე გაკეთდა განცხადება ინიციატივასთან დაკავშრებით, რომლის მიზანიც იქნება სამოქალაქო ჯგუფის შექმნა ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით.

ნიუპოსტი