“ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო” – თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

"ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო" - თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის ახალი დეტალებიბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხვია ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოკლულის მამამ განაცხადა.

„ ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“- აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილს 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზეს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ნიუპოსტი