ბათუმში მერაბ ბლადაძე სამმა კაცმა ხელკეტებით სცემა

ბათუმში მერაბ ბლადაძე სამმა კაცმა ხელკეტებით სცემაწუხელ, გვიან ღამით, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ბათუმში, თავდასხმა მოხდა უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეზე. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, სამმა უცნობმა პირმა ბლადაძეს შინ მიაკითხა და ბინიდან გამოსვლა სთხოვა.

მას შემდეგ, რაც ბლადაძე ეზოში ჩავიდა, უცნობები მას ხელკეტებით გაუსწორდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბლადაძე ბოლო დროს ნარკობიზნესის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა და თამამ განცხადებებს აკეთებდა.