ბათუმში საბჭოთა მარშის მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტი მოახსნევინეს – “პუტინ ხუილო”

ბათუმში საბჭოთა მარშის მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტი მოახსნევინეს - "პუტინ ხუილო"ბათუმში, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელი აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელთაც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი ჰქონდათ გულზე მიბნეული, ლენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახსნევინეს.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყეს მსვლელობა ბათუმში.

ჯგუფის წევრებისთვის „გეორგიევსკის ლენტის“ მოხსნა არ უთხოვია საპატრულო პოლიციას, რომელიც ჯგუფს მიაცილებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ.

ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა მსვლელობა საბჭოთა სიმბოლიკით, ეს მცირე ჯგუფი სკანდირებდა „პუტინ ხუილო“.

ბათუმელები