ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდაბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული.

ცეცხლი უკვე 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.