ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდებამთელი ღამის განმავლობაში 60-მდე მეხანძრე მაშველი ცდილობდა ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა ცოცხალი ძალა, ვინაიდან სახანძრო-სამაშველო მანქანები ცეცხლის კერას ვერ უახლოვდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის კერასთან რთული რელიეფია.
როგორ საგანგებო სიტუაციაების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან ტერიტორია, სადაც ხანძარია, დასახლებული პუნქტიდან 5-6 კილომეტრით არის დაშორებული. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ერთი მძიმე ტექნიკა შეიყვანეს ტერიტორიაზე, რომ მოხდეს გზის გაწმენდა, რათა სამაშველო მანქანებმა შეძლონ ხანძრის კერებთან  მისვლა.

ipress.ge