გეგელაშვილი და გოგებაშვილი ნარკოტიკს პროგრამა ტელეგრამით და ტოტალიზატორით ასაღებდნენ – გამოძიების ვერსია

გეგელაშვილი და გოგებაშვილი ნარკოტიკს პროგრამა ტელეგრამით და ტოტალიზატორით ასაღებდნენ - გამოძიების ვერსიაინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა ბრალდებულებიდან  დანაშაულს მხოლოდ ერთი, 26 წლის ნინო გეგელაშვილი აღიარებს. დაკავებული ამბობს იმასაც, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია და გიორგი გოგებაშვილს საქმესთან კავშირი არ აქვს.

საქმის მასალების მიხედვით, ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი ნარკოტიკების რეალიზაციას ერთად ახდენდნენ. გამოძიების მტკიცებით, ისინი დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული აბების გასაღებას პროგრამა Telegram-ის მეშვეობით ახდენდნენ.

დაკავებულები ნარკომომხმარებლებს ჯერ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს უგზავნიდნენ, თანხის ჩარიცხვიდან რამდენიმე წუთში კი იმ ადგილის ფოტომასალას აწვდიდნენ, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების სამალავი იყო.

ფიგურირებენ თუ არა ნარკორეალიზაციის საქმეში სხვა პირები ჯერ უცნობია. დაკავებულებს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

რუსთავი 2