გიგა ბოკერია – ”ფარაონი გამოჩნდა, როგორც იქნა”

გიგა ბოკერია - ”ფარაონი გამოჩნდა, როგორც იქნა”„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გამოსვლაში მხოლოდ ოპონენტების ლანძღვა ისმოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში მობრუნებულ ყოფილ პრემიერს და უკვე პარტიის თავმჯდომარეს არ უსაუბრია ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოსვლის გზებზე, რომელშიც სახელმწიფო „ქართული ოცნების“ გუნდმა შეიყვანა.

– გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა როგორც იქნა, შინაარსობრივად არანაირი სიახლე – ისევ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, ისევ თავსი ქება, მათ შორის  უტიფრად  რაღაც პროგრესზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საქმეში,  იმ ფონზე, რა ტრაგედიებიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ.

არანაირი ხედვა მომავლის და არანაირი ხედვა იმის,თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ და მისმა გუნდმა შეიყვანა, ამიტომ როგორც აქამდე ვიძახდით, არანაირ სასიკეთოს არ ველით ამ ცვლილებისგან. ეს დღეც გვიდასტურებს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არჩევნების და მშვიდობიანი გზით ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, – განაცხადა ბოკერიამ.

რუსთავი 2