გრიგოლ ვაშაძე: „რაში სჭირდბა კრემლს ოქტომბერში წამსვლელი მარგველაშვილი“

გრიგოლ ვაშაძე: „რაში სჭირდბა კრემლს ოქტომბერში წამსვლელი მარგველაშვილი“ნაციონალური მოძრაობის წვერი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, ეს კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება.
„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის. იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც კარგია კრემლისთვის, ისედაც კარგია კრემლისთვის. ჩვენ კიდევ როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, კიდევ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.