გრიცაკი – “არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის უკრაინელ კილერს 30.000 დოლარს შეპირდნენ”

გრიცაკი - "არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის უკრაინელ კილერს 30.000 დოლარს შეპირდნენ"რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის ყოფილ მონაწილეს 30 ათას აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს დაპირდნენ. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამსახურის მიერ დოკუმენტირებულია, რომ ამ ცინიკური გეგმის რეალიზებისთის რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს უკრაინის მოქალაქე „გ“, რომელსაც დაევალა, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, ეპოვნა ტერაქტის შემსრულებლები. რუსეთის სპეცსამსახურების აგენტმა, შესრულებული დავალებისთვის თავის ნაცნობს – ანტიტერორისტული ოპერაციის ყოფილ მონაწილეს ფულადი ჯილდო შესთავაზა 30 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც უნდა მოეკლა რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო. ამისთვის მას ბე-ს სახით 15 ათასი დოლარი გადაეცა“, – აღნიშნა გრიცაკმა.

მისივე ცნობით, ბაბჩენკოს მიმართ ტერაქტის შესრულების შემდეგ, მოქალაქე „გ“ უკრაინის დატოვებას აპირებდა.