“დაგვიბრუნეთ თეა გურგენიძე” – იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეები კარავში გადავიდნენ

"დაგვიბრუნეთ თეა გურგენიძე” - იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეები კარავში გადავიდნენსოფელ იორმუღანლოს სკოლის  მეოთხე კლასის 17 მოსწავლე პროტესტის ნიშნად სწავლას კარავში აგრძელებს. მოსწავლეები და მათი მშობლები ამ ფორმით სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს მხარდაჭერას უცხადებენ და რამდენიმე დღეა, სკოლაში არ დადიან.

ქართულის სექტორის მასწავლებელი თეა გურგენიძე სკოლიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი კი მომხდარში საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორს ადანაშაულებს.

"დაგვიბრუნეთ თეა გურგენიძე” - იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეები კარავში გადავიდნენ– მადანაშაულებდნენ ბავშვის წამებაში. დისციპლინურმა კომიტეტმა ოქმში ასე ჩაწერა, რომ მასწავლებელი ძალადობს ბავშვზე, აწამებს. დაფიქსირდა ბავშვის წამების ფაქტი და ეს გახდა საფუძველი იმისა რომ დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ მანამდე სანამ სიმართლეს არ ვიპოვით, – განაცხადა თეა გურგენიძემ.

რუსთავი 2