“დავიბადე, რომ მოვკლა” – ბერძენმა მოსწავლემ ამერიკულ სკოლაში 10 ადამიანი მოკლა

“დავიბადე, რომ მოვკლა” - ბერძენმა მოსწავლემ ამერიკულ სკოლაში 10 ადამიანი მოკლატექსასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, სანტა ფეში 17 წლის ბერძენმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მისი სახელია დიმიტრის პაგურძისი. სროლის შედეგად დაიღუპა 10 ბავშვი, ხოლო 12 დაშავებულია. პოლიციას სკოლაში შესვლისას სისხლის ტბა დახვდა.

როგორც ამერიკული და ბერძნული მედია იუწყება, 17 წლის დამნაშავემ სკოლაში შეჭრამდე სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც აცვია მაისური წარწერით, “დავიბადე, რომ მოვკლა.”

როგორც ჩანს, მას უნდოდა, რომ ბევრი მსხვერპლი ჰყოლოდა. ის არამარტო იარაღს ისროდა, არამედ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იპოვეს.

დამნაშავე დილითვე დააკავეს. მის გარდა, პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი აიყვანა.

ადგილობრივი დროით 07:45 წუთზე სკოლაში სახანძრო სიგნალი ჩაირთო და ბავშვებმა საკლასო ოთახები დატოვეს. ჩვენებების მიხედვით, 14 წლის მოსწავლემ 5 სროლის ხმა გაიგო და ამიტომ, მათ მასწავლებლებთან ერთად, სკოლასთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლეს, სადაც 45 წუთის მანძილზე იმალებოდნენ. თუმცა, ზოგ მათგანს არ გაუმართლა და სროლაში მოჰყვა.

“დავიბადე, რომ მოვკლა” - ბერძენმა მოსწავლემ ამერიკულ სკოლაში 10 ადამიანი მოკლაპოლიცია შემთხვევის ადგილზე სწრაფად გაჩნდა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სკოლაში კარგად შეიარაღებული პირი ისროდა, საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო.

დაშავებულთა გადასაყვანად სკოლის ტერიტორიაზე სამი ვერტმფრენი დაჯდა.

პაგურცისი ამბობს, რომ არ უსვრია მათთვის, ვინც მოსწონდა. CNN-ის ინფორმაციით, მან სამიზნეები შეარჩია და ისე ისროლა.

პაგურცისი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას მოსწონდა, ცოცხალი დატოვა, რომ მისი ამბავი სხვებისთვის მოეთხროთ.

იარაღი, რომლითაც მოზარდმა სკოლაში ხალხი დახოცა, მის მამას ეკუთვნოდა.