ზვიად კუპრავას თქმით, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები, რომლებიც ბორჯღალოსნებისა და საფრანგეთის ნაკრების დაპირისპირებას ესწრებიან, 10 საათისთვის რუსთაველზე გადმოინაცვლებენ.
„ჩვენ შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი იქნება რუსთაველზე“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.