ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ქალს თავს დაესხნენ.
როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს დაზარალებულმა განუცხადა, მძარცველებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ჩანთა წაართვეს, სადაც 2 000 ლარი და 500 დოლარი ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს