თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული – თავს დამნაშავედ არ ვცნობ

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული - თავს დამნაშავედ არ ვცნობთემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოსამართლემ გრიგალაშვილს განუმარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები და ბრალდების შინაარსი, რის შემდეგაც კითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
“არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში”, – განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.